სლოვენიურ გუნდში ყველაფერი მოსულა - იქ ფეხბურთელმა პრეზიდენტის შვილი დააორსულა და...

AutoSharing Option
უცნაური ამბავი მოხდა სლოვენიის მეორე დივიზიონის ერთ-ერთ გუნდში - მას შემდეგ, რაც კლუბის პრეზიდენტის ქალიშვილი ნიგერიელი ფეხბურთელისგან დაორსულდა, აფრიკელს კონტრაქტი გაუწყვიტეს, - ამის შესახებ Ghanaweb.com-ი იტყობინება.

გუნდისა და ფეხბურთელის ვინობას ჯერჯერობით არ ამხელენ. ხელშეკრულების გაწყვეტას ფეხბურთელი უკანონოდ მიიჩნევს და ფიფაში ჩივილს აპირებს.

ნიგერიელი ამბობს, რომ დისციპლინის დარღვევა დააბრალეს, სამწლიანი კონტრაქტი გაუუქმეს, გოგონას სოციალური ქსელები დაუბლოკეს, ვეღარ უკავშირდება, სამშობლოში დაბრუნება მოუწევს და აგენტმა ურჩია, ფიფაში იჩივლოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული