"5 წლის ბავშვივით ტიროდა" - მარადონამ მესის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო არმანდო მარადონამ პორტუგალიურ A Bola-სთან საუბარში ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, თუ როგორ განიცდიდა ლეო ეროვნული ნაკრების წარუმატებლობას.

"მე მესის მეგობარი ვარ. მე ვნახე, როგორ ტიროდა ის გასახდელში, როცა 0:4 დავმარცხდით (გერმანიასთან). ძალიან ბევრი ფეხბურთელი არგენტინაში დასაბრუნებელ ფრენაზე დარდობდა. მე კი ვხედავდი, როგორ ტიროდა ლეო 5 წლის ბავშვივით", - თქვა მარადონამ.

დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი 1986 წელს გახდა, ეროვნულ გუნდს კი 2008-10 წლებში წვრთნიდა და ტიტულის
გარეშე დაასრულა სანაკრებო სამწვრთნელო კარიერა.

ასევე დაგაინტერესებთ