როგორ ეხმარებიან ბურთის მიმწოდებელი ბიჭები გუნდებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალბათ, გახსოვთ, "ტოტენჰემი"-"ოლიმპიაკოსის" მატჩის დროს როგორ გადაეხვია ჟოზე მოურინიო ბურთის მიმწოდებელ ბიჭს.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ოლიმპიაკოსი" 2:1-ს იგებდა, რა დროსაც ბურთი აუტში აღმოჩნდა. ბურთის მომწოდებელმა ბიჭმა სწრაფად მიაწოდა ბურთი სერჟ ორიეს, რომელმაც მალევე გადაუგდო ლუკას მოურას, ეს უკანასკნელი კი სწრაფად შეიჭრა ფლანგზე და საჯარიმოში გადაიტანა ბურთი, რომელსაც კეინი დახვდა და გოლი გაიტანა. საბოლოოდ ანგარიში 2:2 გახდა.

საბოლოოდ, "ტოტენჰემმა" 4:2 მოიგო, "დეზებმა" "ოლიმპიაკოსს" 0:2-დან ამოუქაჩა. ეს პირველი მატჩი იყო "ტოტენჰემისთვის" ჩემპიონთა ლიგაზე მოურინიოს ხელმძღვანელობით.

მსგავსი შემთხვევა ფეხბურთში არაერთხელ მომხდარა. ამ ვიდეოში
სწორედ ასეთი ფაქტების კრებულს იხილავთ. ამასთან ერთად, შეგიძლიათ დაათვალიეროთ სხვა შემთხვევებიც ბურთის მიმწოდებელი ბიჭების მონაწილეობით, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

altმოურინიო ბურთის მიმწოდებელ ბიჭს გადაეხვია - მან საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა [VIDEO]

altუჩვეულოდ სენტიმენტალური და ჩვეულად ემოციური მოურინიო - ახსნა, როგორ შემოატრიალეს თამაში

altბურთის მიმწოდებელმა ბიჭმა იურგენ კლოპს დასცინა [VIDEO]

alt"ბრისტოლის" ახდენილი ოცნება - "მანიუს" დამარცხება და "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრა [VIDEO]

altგვარდიოლამ უოკერს მითითება ბურთის მიმწოდებელი ბიჭის საშუალებით გადასცა

altპატრის ევრას ბურთის მიმწოდებელი ბიჭი აჯავრებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
საყვარლები. ჩვენ რატომ ვართ ბავშვთ მოძულე საზოგადოება და საერთოდ ერთმანეთი რატომ გვძულს
ირაკლი
22:51 18-12-2019
0

სიახლეები პოპულარული