სერია A-მ მაიმუნების ნახატებით რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი თქვა

AutoSharing Option
იტალიურ სერია A-ში ბევრი იფიქრეს, იფიქრეს და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მაიმუნების ფოტოებით გადაწყვიტეს, ახლა კი აღნიშნული გზა შეცვალეს და ახალ კამპანიას წამოიწყებენ. ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის კომუნიკაციების მენეჯერმა პაოლო კორბიმ განაცხადა.

ფედერაციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული კამპანია, რომელშიც კლუბების ფორმაში დახატული მაიმუნები გამოიყენეს, იტალიური ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციასთან შეთანხმებული არ იყო.

სერია A-ში თავად გადაწყვიტეს ამ კამპანიის ჩატარება და იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონსულტაცია არავის გაუვლია. თუმცა, აღნიშნეს, რომ ნახატების ავტორი სხვა ნამუშევრებს შექმნის, რომლის პრეზენტაციაც თებერვლის ბოლოს არის დაგეგმილი.

altლუკაკუს

აგენტი: როცა სერია A ხმას ამოიღებს, ყველაფერი უარესდება

altარანორმალური იტალია: სერია A-მ რასიზმთან ბრძოლის კამპანიისათვის მაიმუნების ფოტო წარადგინა - 16 დეკემბრის დაიჯესტი

მკითხველის კომენტარები / 1 /
მენახირეეები, და დღევანდელობაშიც მარტო ტრანსპორტი
ანდრო
17:44 18-12-2019
1

სიახლეები პოპულარული