გიორგი წიტაიშვილი: "დინამოდან" არსად წასვლას არ ვაპირებ - ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" 18 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა სეზონი შეაჯამა.

"საკმოდ კარგი წელი მქონდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ კლუბში ბევრი მატჩი არ ჩამიტარებია. კარიერაში ასეთი პერიოდიც საჭიროა. ამ დროს მთავარი მოთმინება და შრომაა, რათა ძირითად შემადგენლობაში თამაშისთვის იბრძოლო. ვფიქრობ, მსგავსი პერიოდები ყველა ფეხბურთელს აქვს.

არსად წასვლას არ ვაპირებ, ჩემი ამოცანა "დინამოში" თავის წარმოჩენაა. ამისათვის თავს არ დავზოგავ.

სეზონის მეორე ნაწილში უფრო მეტი სათამაშო დრო მომეცემა თუ არა? ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. გუნდში დიდი კონკურენციაა და მის მოსაგებად კარგად უნდა იყო მზად.
პირველ გუნდში დამკვიდრება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლა დუბლსა და ძირითად გუნდს შორის ვიმყოფები. ვეცდები სამწვრთნელო შტაბის ნდობა დავიმსახურო".