ფრანგი ფეხბურთელი რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს - მას რუსეთის ნაკრებში თამაში სურს

AutoSharing Option
"მონპელიეს" 29 წლის ნახევარმცველი დამიენ ლე ტალეკი მალე რუსეთის მოქალაქე გახდება და რუსეთის ნაკრებში თამაშის სურვილი აქვს.

ლე ტალეკმა თქვა, რომ რუსი მეუღლე ჰყავს, ერთ თვეში რუსეთის მოქალაქის პასპორტს აიღებს, მოსკოვში ბინა იყიდა და რუსეთის ნაკრებში ასპარეზობა მისთვის დიდი პატივი იქნება.

ლე ტალეკს საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული, ადრე კი "რენში", "დორტმუნდში", "ნანტში", "გოვერლაში", "მორდოვიასა" და "ცრვენა ზვეზდაში" თამაშობდა.

საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატის 18 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა.