შოთა არველაძე "ვიტესის" მწვრთნელობის კანდიდატად განიხილება

AutoSharing Option
gelderlander.nl-ის ცნობით, შოთა არველაძე "ვიტესის" მწვრთნელობის კანდიდატად განიხილება.

29 ნოემბერს, "ჰეერენვენთან" 2:3 დამარცხების შემდეგ, "ვიტესის" მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი გადააყენეს, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა და "რუბინს" ჩაუდგა სათავეში.

მას შემდეგ არნემულ გუნდს დროებითი მწვრთნელი იოზეფ ოსტინგი უდგას სათავეში, მისი ხელმძღვანელობით 4-დან 3 მატჩი მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა და არაა გამორიცხული, სეზონის ბოლომდე სამუშაოზე დატოვონ.

გამოცემის მტკიცებით, "ვიტესის" მწვრთნელობის ოთხი კანდიდატია - "ფახთაქორის" თავკაცი შოთა არველაძე, აგრეთვე ალბერტ სტუივენბერგი (უელსის ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე), ჯორდი კრუიფი (ჩინური "ჩუნცინიდან" დათხოვნილი) და იურგენ სტრეპელი (არაბთა
გაერთიანებული საემიროების "ალ ჯაზირადან" გათავისუფლებული).

ასევე დაგაინტერესებთ