The Times: ფიფა თამაშგარე მდგომარეობის წესის შეცვლას აპირებს

AutoSharing Option
"ტაიმსის"ცნობით, ფიფა თამაშგარე მდგომარეობის წესის ცვლილებას განიხილავს.

სავარაუდოდ, ახალი წესის მიხედვით, თამაშგარე მხოლოდ მაშინ დაფიქსირდება, როდესაც შემტევსა და დამცველ ფეხბურთელს შორის არსებითი მანძილი იქნება.

ახლა თამაშგარედ ითვლება მომენტი, როდესაც შემტევი სხეულის ნებისმიერ ნაწილით დამცველზე წინ იმყოფება. ამაზე უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდრ ჩეფერინმა იხუმრა კიდეც, ყველაზე მეტად ის მოთამაშეები ზარალდებიან, რომლებსაც გრძელი ცხვირი აქვთო.

ფიფას დონეზე მხარდაჭერის შემთხვევაში, რეფორმა შემუშავდება და განსახილველად და დასამტკიცებლად ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო კავშირს (IFAB) გადაეცემა.
ასევე დაგაინტერესებთ