არგენტინის ნაკრების ექსკაპიტანი: მთელი მსოფლიო ელოდება მესის სანაკრებო ტიტულს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ხუან პაბლო სორინმა "ბარსელონას" ლიდერ ლიონელ მესის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"მასში არის რაღაც განსაკუთრებული. თითქოს ბურთი მას ეკუთვნის; იცის, რომ ყველაზე რთული რამეების გაკეთება შეუძლია ბურთით და მასთან ყოველი შეხება, შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს.

როცა მესიმ ეს ყველაფერი გააცნობიერა, საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა. ბევრი ყვირილისა და ხმამაღალი განცხადების გარეშე.

ამ ყველაფრის გაცნობიერება და გრძნობა ყველა მაისურით - ეს ადვილი ამოცანა არ გახლავთ. თუმცა ყველაზე რთული მაინც ამ გენიალური დონის შენარჩუნებაა და დიდი ხნის განმავლობაში საუკეთესოდ
ყოფნა გახლავთ. ეს გიჟურია!

იმედი მაქვს, მასთან ერთად არგენტინის ნაკრები დიდ ტურნირზე გამარჯვებას მოიპოვებს. მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ არგენტინელი გულშემატკივრები, არამედ მთელი მსოფლიოდან ელოდებიან, რომ მესი მნიშვნელოვან ტიტულს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოიგებს.

ნებისმიერ შემთხვევაში ის უცხოპლანეტელია, ვარიანტების გარეშე. ძალიან ვამაყობ ნაკრებში მასთან ერთად გატარებული დროით", - თქვა სორინმა.

მომზადებულია Ole-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხუან პაბლო სორინო! ყოველ სიტყვაში გეთანხმებით. ვერაფერს დავამატებთ.
ბარსა მესი
15:24 08-01-2020
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული