"ევერტონმა" ახალი სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლება გაყიდა

AutoSharing Option
ლივერპულის "ევერტონის" ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, კომპანია USM-მა "ლურჯების" ახალი სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლება იყიდა.

"ევერტონს" ახალი სტადიონი, სავარაუდოდ, 2023 წელს ექნება და მას სახელს რუსი ბიზნესმენის, ალიშერ უსმანოვის კომპანია შეურჩევს, რომელსაც აღნიშნული უფლება 35 მილიონი ევრო დაუჯდა.

აღსანიშნავია, რომ უსმანოვი 10 წლის განმავლობაში ფლობდა ლონდონის "არსენალის" აქციებს, თუმცა 2018 წელს "მეთოფეების" მთავარ აქციონერ სტენ ქრონკეს მიჰყიდა.

ახალი შეთანხმება უსმანოვმა ასევე ბიზნესკავშირების საშუალებით მოახერხა. "ევერტონის" მთავარი აქციონერი ფარხად მოშირი რუსი ბიზნესმენის პარტნიორია.

"ევერტონს" კი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 28 ქულა აქვს და
სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს. გუნდი ახლახან ჩაიბარა იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული