უეფამ "წლის გუნდი" დაასახელა: 5 ფეხბურთელი "ლივერპულიდანაა"

AutoSharing Option
უეფამ  "წლის გუნდი 2019" ფანების გამოკითხვის შედეგად დაასახელა, რომელშიც მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

გასაკვირი არ არის, რომ წლის საუკეთესო 11-ეულში 5 ფეხბურთელი "ლივერპულიდან" არის, "წითლებმა" ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.

"წლის გუნდი 2019" კი ასე გამოიყურება:

მეკარე: ალისონი

მცველები: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ენდი რობერტსონი, ვირჯილ ვან დეიკი, მატიას დე ლიხტი

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი, ფრენკი დე იონგი

შემტევები: სადიო მანე, ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო, რობერტ ლევანდოვსკი


ასევე დაგაინტერესებთ