Daily Mail: უეფამ "წლის გუნდის" სქემა რონალდოს გამო შეცვალა და სიიდან კანტე ამოაგდო

AutoSharing Option
ბრიტანული Daily Mail-ის მიხედვით, უეფამ "წლის გუნდის" გეგმა ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდოს გამო შეცვალა.

გამოცემის მიხედვით, უეფამ 4-2-4 სქემა იმისათვის გამოიყენა, რომ მასში კრიშტიანო რონალდო მოხვედრილიყო. პორტუგალიელმა გულშემატკივართა გამოკითხვაში ლიონელ მესისთან, რობერტ ლევანდოვსკისა და სადიო მანესთან წააგო კონკურენცია.

რონალდოს სიაში მოსახვედრად, უეფამ სქემა შეცვალა და 1 ნახევარმცველი მოაკლო. გამოცემის ინფორმაციით, ეს ნახევარმცველი "ჩელსის" ფეხბურთელი ნგოლო კანტე იყო.

26 ნოემბრიდან გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო 50 ფეხბურთელიდან 11-ეულს ირჩევდნენ და გამოკითხვის შედეგად "წლის გუნდი 2019" გუშინ, 15 იანვარს გახდა ცნობილი.

უეფამ "წლის გუნდის" სქემა რონალდოს გამო შეცვალა და სიიდან კანტე ამოაგდო" style="height: 50px; width: 50px;" />უეფამ "წლის გუნდი" დაასახელა: 5 ფეხბურთელი "ლივერპულიდანაა"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს როლანდო "მურმანის ეკალივით", ყველგან უნდა გაეჩხიროს.
10
16 იანვარი 2020 14:28
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული