კვირკველიას თანაგუნდელი ელცინის 17 წლის შვილიშვილზე აპირებს დაქორწინებას

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" (რომლის ღირსებასაც საბა კვირკველია იცავს) 30 წლის თავდამსხმელი ფედორ სმოლოვი რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის 17 წლის შვილიშვილზე, მარია იუმაშევაზე აპირებს დაქორწინებას.

არასრულწლოვანი მარია არ მალავს ფეხბურთელთან კავშირს და სოციალურ ქსელებში მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

fakty.ua-ს ცნობით, ისინი დაქორწინებას კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ სან-ბარტზე აპირებენ.

სმოლოვი ადრე დაქორწინებული არ ყოფილა, თუმცა დიდი მექალთანეა. 2015 წლამდე ვიკტორია ლოპირევასთან ჰქონდა რომანი, შემდეგ მირანდა შელიას, იულია ლევჩენკოსა და სოფია ნიკიტჩუკს ხვდებოდა.

მერე თქვა, რომ "დონჟუანობაში" ტაიმ-აუტის აღებას აპირებდა, რადგან ქალები
გოლების გატანაში უშლიან ხელს. ისე, უნდა აღინიშნოს, რომ ფედია დიდი ბომბარდირი ვერაა - რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატის 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა (1 პენალტით).