ის სრულ თავისუფლებას მაძლევდა - რონალდინიომ კარიერის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ დაასახელა ის მწვრთნელი, ვისაც საკუთარ კარიერაში საუკეთესოდ მიიჩნევს.

"რაიკაარდი შესანიშნავი მწვრთნელია, საუკეთესო სპეციალისტი, ვისთანაც მიმუშავია. მას ესმოდა ჩვენი, რადგან თავადაც მაღალ დონეზე თამაშობდა და ეს ყველაფერს ამარტივებდა.

ყველაფერს, რასაც რაიკაარდი გვთხოვდა, ის თავად ასრულებდა მოედანზე. მან სრული თავისუფლება მომცა და ფეხბურთის თამაშის ნება დამრთო.

როცა ბურთი არ გვქონდა, ყველას თავისი მოვალეობა უნდა შეესრულებინა, მაგრამ როცა ბურთი ჩვენი იყო, ფრანკი ნებას მრთავდა, თავი სრულიად თავისუფლად მეგრძნო", - ციტირებს რონალდინიოს Panenka.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო ფრანკ რაიკაარდის ხელმძღვანელობით "ბარსელონაში"
2003-08 წლებში თამაშობდა.

ასევე დაგაინტერესებთ