კვიპროსში მსაჯის ავტომობილი ააფეთქეს - ჩემპიონატი შეჩერებულია

AutoSharing Option
Futbol Arena-ს ცნობით, კვიპროსის ჩემპიონატი მსაჯის, ანდრეა კონსტანტინუს მკვლელობის მცდელობის გამო შეჩერებულია.

გამოცემის მტკიცებით, ბოროტმოქმედებმა 33 წლის არბიტრის ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა დააყენეს და მიიმალნენ. ღამის 2 საათზე, აფეთქების მომენტში, მსაჯი მანქანაში არ იმყოფებოდა. ავტომობილი სერიოზულად დაზიანდა. მომხდარი ინციდენტის შემდეგ მსაჯები გაიფიცნენ და ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატი შეაჩერა.

ადრე კვიპროსის "ომონიამ" განაცხადა, რომ მათ ჩემპიონატში სერიოზული კორუფციაა და უეფასა და ფიფას საქმის გარკვევა სთხოვა. ამ კლუბის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ კორუფციის დამადასტურებელი საკმაო მტკიცებებულები გააჩნიათ.

ქართველების "ანორთოსისი" 16 ტურის შემდეგ 36 ქულით ჩემპიონატის
ლიდერია, მეორეადგილოსან "ომონიას" 4 ქულით უსწრებს და თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

19 იანვარს "ანორთოსისი" სტუმრად სწორედ "ომონიას" უნდა შეხვედროდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული