ლონდონის "არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა რობინ ვან პერსიმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.
ვან პერსიმ გააზიარა შეკითხვა, რომელიც ყველაზე კარგი მოთამაშეების ჩამონათვალს ეხებოდა და საკუთარი ვერსია დაწერა:
"კრუიფი, მარადონა, ზიდანი, მესი და ორივე რონალდო."
36 წლის რობინ ვან პერსიმ მოთამაშის კარიერა გასული სეზონის ბოლოს, "ფეიენოორდში" დაასრულა. საკლუბო კარიერაში ვან პერსიმ 273-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო ნიდერლანდების ნაკრებში ჩატარებულ 102 შეხვედრაში 50 გოლის გატანა მოახერხა.