და მაინც, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდიდი?

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე, ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ თავის 735-ე და 736-ე გოლები გაიტანა, რისი მეშვეობითაც ლეგენდარულ გერდ მიულერს გადაუსწრო.

ფეხბურთის საუკეთესო ბომბარდირების მონაცემები ხშირად ბუნდოვანია. ყველაზე ხშირად ექსპერტები და ჟურნალისტები Rec.Sport.Soccer Statistics Foundatione-ს ენდობიან. ორგანიზაცია 1994 წელს შეიქმნა და ყველაზე გამტანი ფეხბურთელების სიას ადგენს, არედაქტირებს და აქვეყნებს. მონაცემებში არ ითვლება ახალგაზრდულ გუნდებსა და ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლები.

ასე გამოიყურება ხუთეული:

5. კრიშტიანო რონალდუ

Sportall.Ge

გოლების რაოდენობა: 736
პორტუგალიელს 10 გოლი აშორებს პუშკაშის გადასწრებამდე. გასულ კვირას მას 35 წელი შეუსრულდა, თუმცა კარიერის დასრულებას
ჯერჯერობით არ აპირებს. მას შემდეგ, რაც რონი "იუვენტუსში" გადავიდა, 70 შეხვედრაში 50 გოლის გატანა მოახერხა.

4. ფერენც პუშკაში

Sportall.Ge

გოლების რაოდენობა: 746
როდესაც მადრიდის "რეალში" პუშკაში გადავიდა, მისი და ალფრედო დი სტეფანოს დუეტი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე იყო. ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირი 4-ჯერ გახდა. არანაკლებ წარმატებული იყო ნაკრებში. პუშკაშის უნგრეთის ნაკრებს 4 წლის განმავლობაში ვერავინ მოუგო. 84 მატჩში 83-ჯერ აიღო მოწინააღმდეგის კარი.

3. პელე

Sportall.Ge

გოლების რაოდენობა: 767
თითქმის მთელი კარიერა პელემ ბრაზილიურ "სანტოსში" გაატარა, კარიერის ბოლოს "ნიუ-იორკ კოსმოსში" გადაბარგდა. მისი დებიუტი ბრაზილიურ კლუბში 15 წლის ასაკში შედგა და პირველივე შეხვედრაში პოკერი შეასრულა.

2. რომარიო

Sportall.Ge

გოლების რაოდენობა: 772
რომარიოს მრავალფეროვანი კარიერა ჰქონდა, მან სხვადასხვა დროს 4 კონტინენტის გუნდებში ითამაშა. მიუხედავად გამორჩეული უნარებისა, ბრაზილიელს ურთულესი ხასიათი ჰქონდა. ხშირად მას კონფლიქტები ეროვნული ნაკრების მწვრთნელებთან მოსდიოდა, რის გამოც 4-ჯერ დატოვა ნაკრები. ოფიციალურად მის ანგარიშზე 772 გოლია, თუმცა თავად ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ 1000 გოლზე მეტი აქვს გატანილი, როგორც ახალგაზრდულ შემადგენლობებში, ასევე ამხანაგურებში.

1. იოზეფ ბიცანი

Sportall.Ge

გოლების რაოდენობა: 805
გასული საუკუნის 30-40-იან წლებში ბრწყინავდა ბიცანი, რომელიც "რაპიდისა" და "სლავიას" ღირსებას იცავდა. მას ორივე ფეხიდან დაყენებული კარგი დარტყმა ჰქონდა და 100 მეტრს 10.2 წამში ფარავდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ გინესის რეკორდების წიგნში, საუკეთესო ბომბარდირად პელე ითვლება. ჯამში მან 1283 გოლს მოუყარა თავი, თუმცა აქ გათვალისწინებულია ამხანაგური და სხვა არაოფიციალური შეხვედრებიც.

ზოგიერთი წყარო კი ყველადროის საუკეთესო ბომბარდირად არტურ ფრიდენრაიხს მიიჩნევს. ის ფეხბურთს მე-20 საუკუნის დასაწყისში ბრაზილიურ გუნდებში თამაშობდა. მან ჯამში 1329 გოლო გაიტანა, თანაც ნაკრებში არ უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამ ყველას რონალდო 2 წელში გადაუსწრებს და ისტორიაში საუკეტესო გახდება. ამას დამატებული აქ ვინც არის ცამოთვლილი მაშინ ასეთი ძლიერი არც გუნდები იყვნენ და არც კლუბები გინდაც პელეს და... დროს. მაშინ სულ რამდენიმე ქვეყანა იყო ძლიერი, კლუბები ამსი ნახევარიც არ იყვნენ. დრეს ზენიტი რო ზენიტია მასტაანც ჭირს გოლის გატანა, მაშინ როდესაც მაშინ რუსეთი 10 ით ნოლებს აგებდა და მსგავსი... ასე, რომ ამ 5 ეულიდან მართლა რონალდოა საუკეთესო. 69 გოლი უნდა 805 ზე რო ავიდეს ამას 2 წელში მოახერხებს აი ნახავთ და ბევრად მეტსაც გაიტანს 40 წლამდე :))
სვეწკი ბიჭი
03 მარტი 2020 16:09
0
რა თქმა უნდა რონალდოა საუკეთესო,სანაკრებო ტიტულებში ჯობია მესის,ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ აქ მოგებული მესი შუაზე რომ გაიხეს ლიგას ხუთჯერ ვერასდროს მოიგებს,გატანილი ბურთებით უსწრებს,ერთი ოქროს ბურთითაა წინ ცოლის დამსახურებით და იმასაც გაასწრებს,ყველაზე მთავარი რონალდოს ასაკში მესი პამპერსით ივლის,რა ბომბარდირობაზეა საუბარი
რონი
09 თებერვალი 2020 09:50
4
სანამდე უნდა აქვეყნოთ ამ ბინძური ხალხის კომენტარები.მაგარი კაცის მნიშვნელობა რომ არ იცის ნამდვილი ავადმყოფია.
ვა რა დონეა
08 თებერვალი 2020 18:57
2
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დღეს ბურთის გატანა ორჯერ ძნელი მაინც არის, ვიდრე ეს 50-70 წლის უკან იყო. ნახეთ მაშინ რა ანგარიშით მთავრდებოდა მატჩები და დღეს რა ანგარიშით მთავრდება. ასე, რომ რონალდოს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.
ჟორა
08 თებერვალი 2020 18:14
6
თან რა მაგარი კაცია,რა მაგარი მეგობრობა ცოდნია.სხვანაირად მეგობრები სიყვარულით მერსედეს გელენტვაგენს არა სჩუქნიან.
შენ ყველაფერში საუკეთესო ხარ
08 თებერვალი 2020 16:47
1
კი დიბალაზე არის საკიტხავი და ზოგიერტების ცოლ-დედებზეც იმიტომრომ იმატაც ეფერება,მესისას დასხვებისას
jiji
08 თებერვალი 2020 19:00
4
მაგარი კაციაო რა გასინჯე?
ჰა ჰა ჰა
08 თებერვალი 2020 17:48
3
ყველა გამოხმაურება
11 ბურთი ნაკრებში და საერთოდ მიუწვდომელი გახდება ისტორიაში.ნამდვილი მოვლენაა საერთოდ სპორტში.
fenomenaluri
08 თებერვალი 2020 15:12
2
რონალდო იქნება პირველზე და კარიერასაც დასრულებს მერე 70 გოლი ჭირდება კიდევ ამ საქმეს
გოგა
08 თებერვალი 2020 14:30
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული