პელე დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება და დეპრესიაშია

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს შვილმა, ედინიომ მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ძალიან სუსტადაა. მენჯის ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაცია იდეალური არ იყო. დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, რაც თავის მხრივ, დეპრესიას იწვევს.

წარმოიდგინეთ, მეფე საფეხბურთო სამყაროში მუდამ სერიოზული ფიგურა იყო, ახლა კი ნორმალურად სიარული არ შეუძლია. ამის გამო რცხვენია. რცხვენია, რომ გარეთ არ შეუძლია გასვლა, ხალხში გამოჩენა, ქუჩაში ყოფნა. ვერაფერს აკეთებს. მორცხვი და კარჩაკეტილი გახდა", - ციტირებს ედინიოს Globo Esporte.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე 79 წლისაა.

ტეგები: