ჯანო ანანიძის მთავარი კრიტიკოსი გარდაიცვალა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი ვალერი რეინგოლდი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსული წყაროების მიხედვით, ასაკოვანი ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი გულის გასკდომა იყო.

ვალერი რეინგოლდმა ჯანო ანანიძის მიერ "სპარტაკის" დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ ადრევე იცოდა, რომ ჯანოსგან დიდი ფეხბურთელი არ დადგებოდა. თუმცა ვეტერანი რამდენიმე წლის წინ საქებარ სიტყვებსაც არ იშურებდა ქართველის მისამართით.

თავად რეინგოლდი, მოსკოვის "სპარტაკის" გარდა, ვორონეჟის "ტრუდსა" და იაროსლავის "შინიკში" თამაშობდა. ამპლუით ნახევარმცველს არასდროს უთამაშია საბჭოთა კავშირის ნაკრებში. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ რეინგოლდი, გარკვეული ხანი, ტაქსისტად მუშაობდა.




მკითხველის კომენტარები / 9 /
ძაღლი მიაკვდა სულში....
სტატუს ქუო
13 თებერვალი 2020 09:39
19
არაკორექტული სათაურია
გადასარევი გიორგი
13 თებერვალი 2020 01:14
0
აზრიანი სტატიაა, ყოჩაღ ავტორს
Givi
13 თებერვალი 2020 00:51
3
ძალიან ძველ ამბავს მოგახსენებთ.სპარტაკთან ვთამაშობთ.თამაშის დაწყების წინ,მე როგორც,უწმინდეს და უნეტარეს გურულს, სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა, როცა ჩემს შორიახლო წარმოსადეგი და მშვენიერი გარეგნობის ყაბალახიანი ნაღდი გურული დავლანდე.კიდევ უფრო გავიხარე,როდესაც მან რეინგოლდის თამაშით გაკვირვებულმა, ოციოდე წუთის შემდეგ, გულრწფელად და თან ხმამაღლა იკითხა:"აი ძამა სირბილითაა ჩამოსული მოსკოვიდან?".ასეთი ფეხბურთელმა ჯანო სხვაგვარად როგორ უნდა შეაფასოს.ღმერთმა აცხონოს,მაგრამ მოედანზე ძალიან "ТУПОЙ"იყო.
დ.დ.
12 თებერვალი 2020 23:08
2
მე ძალიან კარგად მახსოვს მისი თამაში. დიდი არაფერი ფეხბურთელი იყო ტექნიკა მაგას არ ჰქონდა და ფინტები. ერთი სირბილი იცოდა.
ჯემალი
12 თებერვალი 2020 22:37
0
და რამე არასწორი თქვა?
მთ
12 თებერვალი 2020 21:13
5
ეხლა კი ათამაშდება ანანიძე
მიხო
12 თებერვალი 2020 20:00
3
სროკჰოლმის სინდრომი ჭირდა თურმე და ჯანო რო წავიდა სპარტაკიდან უმალავდნენ საწყალს გაიგო თუ არა და.....ეეეჰ ვალერა ვალერა
1111
12 თებერვალი 2020 19:54
2
ბოღმისგან გაუსკდა?
giorgi
12 თებერვალი 2020 17:50
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული