იტალიასთან 1:9 მარცხის გამო სომხეთის ნაკრების მწვრთნელი ახლა გაათავისუფლეს

AutoSharing Option
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფედერაციასა და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ აბრაამ ხაშმანიანს შორის შეთანხმება შედგა და გუნდის დამრიგებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ხაშმანიანმა სომხეთის ნაკრები გასული წლის ნოემბერში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა სამხრეთელმა მეზობლებმა ორი მატჩი გამართეს და ორივეში დამარცხდნენ. თუ სახლში საბერძნეთთან განცდილი მარცხი (0:1) კატასტროფა არ იყო, იტალიასთან 1:9 წაგებაზე იმავეს ვერ ვიტყვით.

იტალიაში გამართული შეხვედრიდან მეორე დღეს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დატოვა პოსტი, ხოლო მთავარი მწვრთნელი კი ახლა გაათავისუფლეს.