Soccerex-მა ყველაზე სტაბილური კლუბები დაასახელა - "ბარსელონა" 10-ეულს მიღმაა

AutoSharing Option
კომპანია Soccerex-მა ფინანსურად ყველაზე სტაბილური კლუბები დაასახელა და მის სათავეში არაბული კაპიტალით დაფინანსებული კლუბები დგანან.

კომპანიამ კლუბების ინდექსი 5 მახასიათებლით განსაზღვრა - ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება, მატერიალური აქტივები, ფულადი სახსრები, მფლობელების პოტენციური ინვესტიცია და წმინდა დავალიანება.

აღნიშნულ სიას "პარი სენ ჟერმენი" ლიდერობს 5318 ინდექსით, მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტი" გახლავთ 5197 მაჩვენებლით, ხოლო მესამე პოზიციას მიუნხენის "ბაიერნი" იკავებს - 3888 ინდექსით.

ტოპ-10-ეული ასე გამოიყურება:

1. "პარი სენ-ჟერმენი" - 5318
2. "მანჩესტერ სიტი" - 5197
3. მიუნხენის "ბაიერნი" - 3888
4. "ტოტენჰემ ჰოთსპური" - 3441
5. მადრიდის
"რეალი" - 3336
6. ლონდონის "არსენალი" - 3150
7. ლონდონის "ჩელსი" - 2893
8. "ლივერპული" - 2616
9. ტურინის "იუვენტუსი" - 2195
10. დორტმუნდის "ბორუსია" - 2154
11. მადრიდის "ატლეტიკო" - 2049
12. "ბარსელონა" - 2036
15. "ხუანჭო ევერგრანდი" - 1853
16. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 1743


მკითხველის კომენტარები / 4 /
რაც არ იცი მეგობარო, არ უნდა თქვა, არც დაწერო. 2 წელი ვსწავლობდი მაგ ქალაქის უნივერსიტეტში, სწორად უწერია ავტორს, ჩინურად ხუანჭო ჰქვია და არა გვანჯოუ თუ გუანჯო :))
პასუხად ირაკლის
18:12 14-02-2020
1
ხუანჭო არა ხაჭო კიდე. გვანჯოუ ევერგრანდია ეგ გუნდი. ვინ წერს ამ სტატიებს მაცოდინა...
ირაკლი
16:34 14-02-2020
9
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული