"სპარტაკის" მეკარე: რუსეთში ხალხი გაბოროტებულია - რაღაც უნდა შევცვალოთ

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მეკარემ, არტიომ რებროვმა რუსეთში ცხოვრებაზე ისაუბრა. ასე საღად, ობიექტურად მოაზროვნე და თანაც, ფეხბურთელი, რომელიც არ ერიდება სიმართლის თქმას, ალბათ, დაგვეთანხმებით, რუსეთში ბევრი არ მოიძიება.

"თუ ადამიანი თავისი ცხოვრებით უფრო მეტად ბედნიერი იქნება, სტადიონზე უფრო კარგ განწყობაზე მყოფი მოვა, ფულის ხარჯვის ხასიათზე იქნება. ეს იმ საუბართან დაბრუნებაა, რომ ეს ჩვენთან მალე არ მოხდება. დრო უნდა გავიდეს, ქვეყანაში ცვლილებებია საჭირო, რაც არ ხდება. მე პოლიტიკოსი არ ვარ და ამაში ვერ ვერკვევი, უბრალოდ, გარშემო მყოფი ხალხის მიხედვით ვაფასებ. ადამიანები უფრო გაბოროტებულნი
ხდებიან, აგრესიულები - ეს შესამჩნევია. ვხვდები, ქვეყანაში რაღაც ისე არ არის.

მოდით, კვლავ ამერიკელებზე ვთქვათ. ისინი ხომ მხოლოდ თვითონ ირჩევენ პრეზიდენტს, მაგრამ პასუხისმგებლობას გრძნობენ, თუ როგორი მერი აირჩიეს, გუბერნატორი. თუ ჩვენთვის ეს ხილმისაწვდომი იქნა, შეიძლება ხალხი ჩაერთოს და თავად გაერკვეს: "ჩვენ ხომ თავად ავირჩიეთ, თავად გავაკეთეთ ეს". შესაძლოა, ჩემი მეკარისეული შეხედულებით - ადამიანებთან მისვლაა საჭირო და ქვეყნის შეცვლის შესაძლებლობის მიცემა.

უბრალოდ, ყველაფერი ისე უნდა ხდებოდეს, რათა რაღაც მომენტები შევცვალოთ, როგორც სახლში მომსახურე კომპანია. არ მოგვწონს მომსახურე კომპანია? ჩავატაროთ არჩევნები და სხვა ავირჩიოთ. და ვიცხოვროთ ჩვენს სახლში, როგორც გვინდა. მოვალეობა კი არ უნდა მოვიხადოთ, არამედ ადამიანი ავირჩიოთ და გვესმოდეს, ის რას გააკეთებს. გააკეთებს იმას, რაც ჩვენ გვინდა. ადამიანს უნდა სჯეროდეს, რომ თვითონ ძალუძს რაღაცის შეცვლა", - განუცხადა რებროვმა championat-ს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კომუნისტებს რომ მისცემ ძალაუფლებას უნდა შეეგუო, რომ ცუდად წავა ქვეყნის საქმე. სანამ კომუნისტების მიერ ტვინგამოფხეკილი თაობა არ წავა და საღად მოაზროვნე თაობა არ მოვა, იმის პერსპექტივა რომ ხალხი მოაზროვნეს აირჩევს ხელისუფლების სათავეში ძალიან ცოტაა.
akaki
14:59 18-02-2020
3
სამწუხაროდ, ხალხი მთელს დედამიწაზე არის გაბოროტებული...
tngh
11:24 18-02-2020
2

სიახლეები პოპულარული