"სპარტაკის" მეკარე: რუსეთში ხალხი გაბოროტებულია - რაღაც უნდა შევცვალოთ

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მეკარემ, არტიომ რებროვმა რუსეთში ცხოვრებაზე ისაუბრა. ასე საღად, ობიექტურად მოაზროვნე და თანაც, ფეხბურთელი, რომელიც არ ერიდება სიმართლის თქმას, ალბათ, დაგვეთანხმებით, რუსეთში ბევრი არ მოიძიება.

"თუ ადამიანი თავისი ცხოვრებით უფრო მეტად ბედნიერი იქნება, სტადიონზე უფრო კარგ განწყობაზე მყოფი მოვა, ფულის ხარჯვის ხასიათზე იქნება. ეს იმ საუბართან დაბრუნებაა, რომ ეს ჩვენთან მალე არ მოხდება. დრო უნდა გავიდეს, ქვეყანაში ცვლილებებია საჭირო, რაც არ ხდება. მე პოლიტიკოსი არ ვარ და ამაში ვერ ვერკვევი, უბრალოდ, გარშემო მყოფი ხალხის მიხედვით ვაფასებ. ადამიანები უფრო გაბოროტებულნი
ხდებიან, აგრესიულები - ეს შესამჩნევია. ვხვდები, ქვეყანაში რაღაც ისე არ არის.

მოდით, კვლავ ამერიკელებზე ვთქვათ. ისინი ხომ მხოლოდ თვითონ ირჩევენ პრეზიდენტს, მაგრამ პასუხისმგებლობას გრძნობენ, თუ როგორი მერი აირჩიეს, გუბერნატორი. თუ ჩვენთვის ეს ხილმისაწვდომი იქნა, შეიძლება ხალხი ჩაერთოს და თავად გაერკვეს: "ჩვენ ხომ თავად ავირჩიეთ, თავად გავაკეთეთ ეს". შესაძლოა, ჩემი მეკარისეული შეხედულებით - ადამიანებთან მისვლაა საჭირო და ქვეყნის შეცვლის შესაძლებლობის მიცემა.

უბრალოდ, ყველაფერი ისე უნდა ხდებოდეს, რათა რაღაც მომენტები შევცვალოთ, როგორც სახლში მომსახურე კომპანია. არ მოგვწონს მომსახურე კომპანია? ჩავატაროთ არჩევნები და სხვა ავირჩიოთ. და ვიცხოვროთ ჩვენს სახლში, როგორც გვინდა. მოვალეობა კი არ უნდა მოვიხადოთ, არამედ ადამიანი ავირჩიოთ და გვესმოდეს, ის რას გააკეთებს. გააკეთებს იმას, რაც ჩვენ გვინდა. ადამიანს უნდა სჯეროდეს, რომ თვითონ ძალუძს რაღაცის შეცვლა", - განუცხადა რებროვმა championat-ს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვეთანხმები ამ კაცურ კაცს და სამწუხაროდ დაახლოებით იგივე სიტუაციაა საქართველოში.ხალხი გაბოროტებული დადის და ეს უნდა შეიცვალოს.ყველგან ნეგატივია,ტელევიზია,ინტერნეტი,ბაღი,სკოლა,ტრანსპორტი,ყველგან დაბღვერილი ხალხი გხვდება.ცხოვრება ბედნიერია და ცოტა მეტი სითბო და სიყვარულია საჭირო. ზუსტად ეს უნდა მოვთხოვოთ მთავრობებს,რომ შეუქმნან ხალხს ბედნიერი გარემო.ხალხი მხოლოდ ფულის შოვნაზეა გადასული.პალოტიკოსიც და მოქალაქეც. სამწუხაროდ ჩვენც,რუსეთიც და კიდევ ზოგ-ზოგიერთები ვერ გამოვედით საბჭოთა შეგნებიდან.ყველამ ბელადს უნდა დავუჭიროთ მხარი.
საქართველო
00:45 18-02-2020
7
არ გეთანხმებით , ჩვენ რუსეთთან შედარებით გაცილებით წინ ვართ უდავოთ, რუსები ეხლა მოდიან აზრზე რომ ქვეყნის ბედი შეიძლება ხალხმა შეცვალოს, მაგრამ სანამ ამის გაკეთებას შეძლებენ ბევრი წყალი ჩაივლის “რეკა” ვოლგაში !!!
გიორგი
10:15 18-02-2020
7

სიახლეები პოპულარული