ტიტე: ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ტექნიკური ლიდერია, კაზემირო კი - ტაქტიკური

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარსა და "რეალის" ნახევარმცველ კაზემიროზე ისაუბრა.

"ტექნიკის თვალსაზრისით, ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ლიდერია. საკვანძო მომენტში ფეხბურთელები მის იმედზე არიან, რამეთუ მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. კაზემირო ტაქტიკური ლიდერია. მან ზუსტად იცის, როგორ უნდა აიგოს თამაში.

ის ადრე ათიანის პოზიციაზე თამაშობდა. როდესაც უფრო დაცვითი სტილის ფეხბურთელი გახდა, მართლა დაიწყო ზრდა. მოედნის ცენტრში პირველი ფეხბურთელი თავისი როლის სპეციალისტი უნდა იყოს.

კაზემიროს გარჯა შთამბეჭდავია. მისი დამსახურებაა, რომ ნაკრები თავისუფლად უტევს. ძალიან მაღალი ინტელექტის ფეხბურთელია. ცხოვრების წესით ნამდვილი პროფესიონალია. იცის,
თავისუფალი დრო როგორ გამოიყენოს", - განუცხადა ტიტემ As-ს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალშიც რა ძალა იქნებოდა!!
Z.g.
09:37 22-02-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული