უგო გატი: მესი დიადებს ჩამორჩება - რონალდინიოც კი სჯობდა

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსისა" და არგენტინის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, უგო გატიმ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი წარსულის დიად ფეხბურთელებს შეადარა.

"ვინც მინახავს, მესი მათ ძალიან ჩამორჩება. ის უმაღლეს ეშელონშიც კი არ შედის.

ჩემს დროს საუკეთესო პელე იყო, მერე - ალფრედო დი სტეფანო. დანარჩენები ძალიან ჩამორჩებოდნენ. თვით ფორმის პიკზე რონალდინიოც მესიზე უკეთესი იყო.

მარადონასთან ერთად "ბოკასა" და ნაკრებში მითამაშია. ჯობია მასზე არ ვილაპარაკო. მესი მასზე უკეთესი არაა.

ამას გარდა, მარადონა საჭირო მომენტებში თავს წარმოაჩენდა, მესი - არა", - განაცხადა გატიმ El Chiringuito-ს ეთერში.

გატი: მესი დიადებს ჩამორჩება - რონალდინიოც კი სჯობდა" style="height: 50px; width: 50px;" />უგო გატი: მესის ესპანეთთან უნდა ეთამაშა; აი, რონალდო ითამაშებდა

altგატი: პელეს დროს მესის თამაში გაუჭირდებოდა

ასევე დაგაინტერესებთ