ოლივერ კანი: ქვედა საცვლების რეკლამა რონალდოს დავუტოვე

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ოლივერ კანმა იმაზე ისაუბრა, თუ რაზე თქვა უარი კარიერის დასრულების შემდეგ და "იუვენტუსის" თავდამსხმელ რონალდოზე ხუმრობის შანსი ხელიდან არ გაუშვა.

"ისეთი რამეები შემომთავაზეს, რაც მე არ შემეფერებოდა. მაგალითად, ქვედა საცვლების რეკლამა. ვამჯობინე ეს რონალდოსთვის დამეტოვებინა, მისი დაკუნთული მუცლისთვის.

ტელეგადაცემებზე, რომელთა ფორმატი არ მესმოდა, ასევე უარი ვთქვი. დევიდ ბექჰემისგან განსხვავებით, სწორი გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მიჭირდა. მას, როგორც ბრენდს, დიდი უპირატესობა ჰქონდა. გაცილებით იოლია, როდესაც იცი, სად უნდა წახვიდე კარიერის დასრულების შემდეგ", - განუცხადა კანმა SPOX Redaktion-ს.
ასევე დაგაინტერესებთ