ფუტსალის ირანელი მწვრთნელი კორონავირუსით გარდაიცვალა

AutoSharing Option
ფუტსალის ირანელი მწვრთნელი ახმად ტაჰერი კორონავირუსით გარდაიცვალა, - იტყობინება Tehran Times-ი.

4 თვის წინ მწვრთნელს თავის ტვინის სიმსივნის ოპერაცია გაუკეთეს და როგორც იუწყებიან, სუსტმა იმუნიტეტმა ავადმყოფობაზე ზეგავლენა იქონია.

ტაჰერი ირანის ფუტსალის ბევრ გუნდს წვრთნიდა და ფუტსალის ნაკრების სპორტული დირექტორი იყო.

უკანასკნელი მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 853 ადამიანი გარდაიცვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული