კორონავირუსის გამო კვირკველიას "ლოკომოტივი" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩი საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივსა" და "ორენბურგს" შორის გადაიდო.

მიზეზი ისაა, რომ კორონავირუსის გამო მოსკოვში ყველა მასობრივი სპორტული ღონისძიება 10 აპრილამდე აიკრძალა.

ადრე ცსკა-"ზენიტი" გადაიტანეს, აგრეთვე არ გაიმართება 5 აპრილს "სპარტაკი"-"უფა" და 5 აპრილს "დინამო"-ცსკა.

აქამდე რუსეთის დედაქალაქში მატჩებზე მხოლოდ 5 ათასი მაყურებლის დასწრება იყო ნებადართული.

ასევე დაგაინტერესებთ