ჩეფერინი: უეფა საკუთარი მაგალითით ყველაზე დიდ მსხვერპლზე წავიდა

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა ევრო 2020-ის გადატანაზე გააკეთა კომენტარი.

"გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს. ამიტომ უეფამ ეროვნულ ფედერაციებს ჩემპიონატების უსაფრთხოდ დასრულების საშუალება მისცა. ჩემი ევროპელი კოლეგების რეაქციით კმაყოფილი ვარ.

მნიშვნელოვანი იყო, რომ უეფა საკუთარი მაგალითით ყველაზე დიდ მსხვერპლზე წავიდა. ევრო 2020-ის გადატანა უეფას ძალიან ძვირად დაუჯდება. მიზანი მოგებაზე უფრო მთავარია - ყოველთვის იყო ჩვენი პრინციპი.

მინდა ალეხანდრო გომესსა და კონმებოლს კოპა ამერიკის გადატანის გამო მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა უნდა გადავუხადო ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს, რომელმაც
დაგვარწმუნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ყველაფერი ახალი კალენდრის მიხედვით ჩატარდეს", - ციტირებს ჩეფერინს უეფას საიტი.