კერპთთაყვანისმცემლობა რუსულ ფეხბურთში: იურანის აზრით, პუტინი შესანიშნავია

AutoSharing Option
სტაჟიან გულშემატკივრებს, ალბათ, კარგად ახსოვთ კიევის "დინამოს", "სპარტაკის", "ბენფიკასა" და "პორტუს" ყოფილი თავდამსხმელი სერგეი იურანი, რომელმაც უკრაინის ნაკრებს რუსეთის ეროვნული გუნდი არჩია. ახლა ის მოსკოვის ოლქის "ხიმკის" მწვრთნელია და "სპორტ-ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში რუსეთში კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა.

- პირველი კითხვა - საჭირბოროტოზე. თქვენ კილოგრამობით წიწიბურას თუ ყიდულობთ, პირბადეებს?
- ამ დღეებში მე და ჩემს მეუღლეს სამზარეულოში საუბარი გვქონდა. ის მეუბნებოდა, რომ სუპერმარკეტში პროდუქტების შესაძენად უნდა წავსულიყავით. ამ სიტუაციას მე უფრო მშვიდად ვუყურებ. ჩვენ შესანიშნავი პრეზიდენტი გვყავს, რომელიც ჩვენს თავს
არავის არ დააჩაგვრინებს. დარწმუნებული ვარ, მედიკამენტების და პროდუქტების პრობლემა არ გვექნება. ასე რომ, ეს სამყაროს დასასრული არ არის. თუმცა, ხალხმრავალი ღონისძიებები უნდა შეჩერდეს.

- ფეხბურთის გუნდებმა რაღა უნდა აკეთონ? პირველ ლიგაში სეზონი 10 აპრილამდე შეჩერებულია.
- ვფიქრობთ, როგორ მოვემზადოთ. მატჩების მაყურებლების გარეშე ჩატარება უაზრობაა. ფეხბურთი თეატრივითაა. თუ გულშემატკივარი სტადიონზე არ მოვა, ვისთვის უნდა ითამაშო? საჭირო მოტივაცია არ იქნება. შენ არავინ შეგიძახებს. ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში საცოდავი სანახაობაა. ჩემპიონატის შეჩერება გამართლებულია. ჯერ ვირუსი უნდა დამარცხდეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა რა ქნან, ჩვენსავით ყოველ წელიწადს პრეზიდენტი იცვალონ???
ბათუმის ფანი
22 მარტი 2020 14:15
0
сила есть, ума не надо?!
ბმბ
22 მარტი 2020 12:16
0
კარგი ქნა ერთხელ ცვეიბამ,რომ კარგად მიჟეჟა....საერთოდ რა ვიცი,ვისაც კი ქონია ურთიერთობა ამასთან არავინ არ აქებს......
კახა ქ.
21 მარტი 2020 22:41
0
რაო სხვებმა? ვისაც ქონდა ამ ბედშავთან ურთიერთობა რა გითხრეს მოყევი)))))
zura
22 მარტი 2020 11:39
0
იურანს სხვანაირად რომ ეთქვა, გასაკვირი ის იქნებოდა
: )))))))
21 მარტი 2020 20:37
0
"კაცი",რომ თავის სამშობლოს უღალატებს,იმისგან ყველაფერი მოსალოდნელია!
!!!
21 მარტი 2020 18:14
0

სიახლეები პოპულარული