გლები: მესის და რონალდოს გაერთიანებით მივიღებთ...

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ალეკსანდრ გლებმა "იუთუბის" არხზე ვაცკო Live-ში ლეო მესისა და რონალდოს განსაკუთრებულობაზე ისაუბრა.

- მესი თუ რონალდო?
- ტალანტით - მესი. მიზანდასახულობით - რონალდო.

- მთლიანობაში?
- იცი, ისინი რომ გავაერთიანოთ, მსოფლიოს უდიადესი ფეხბურთელი გამოვა. არა რა, მესი მე უფრო მომწონს. თუმცა, მესის არ აქვს ის, რაც აქვს კრიშტიანოს. მას აქვს ისეთი, იცი, ხასიათი. სადაც არ უნდა მივიდეს, ლიდერია, გუნდს ქაჩავს. ძალიან არ უყვარს წაგება.

ნახე, როდესაც რონალდო მარცხდება, ბრაზდება, ყვირის. ლეო მშვიდადაა: ნუ, წავაგეთ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული