ფერდინანდი: ამ ფეხბურთელამდე, ბოლო მცველი ვინც თამაშს აკონტროლება კაფუ იყო

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა "ლივერპულის" მარჯვენა მცველი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის შესახებ.

"მის თამაშს "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თვალს "ენფილდზე" ვადევნებდი. ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, შეხედეთ ამ 45-წუთიან ვიდეოს და დაინახავთ, როგორ უნდა ითამაშოს თანამედროვე მარჯვენა მცველმა.

ბოლო, ვინც თამაშს ამ პოზიციაზე აკონტროლებდა, კაფუ იყო. ტრენტი საოცარი ფეხბურთელია და არ მაინტერესებს სხვა რას ამბობს. დიახ, ის "ლივერპულში" თამაშობს, თუმცა ჩემთვის სულერთია, ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში შეუძლია.

მისი პასები დე ბრუინის თამაშს მახსენებს. არ მახსოვს, ნევილს ასეთივე გადაცემები გაეკეთებინოს. ნუ, გარიც გამოიჩეოდა
პასებით, თუმცა ისეთი კარგი გადაცემები არ ჰქონდა, როგორიც ტრენტს აქვს,"- თქვა ფერდინანდმა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ