მესიმ რონალდოს ამ კუთხითაც აჯობა

AutoSharing Option
ფრანგულმა გამოცემა France Football-მა ჩაატარა კვლევა ფეხბურთელების შემოსავლების შესახებ და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები დაასახელა.

ანალიზის დროს გამოიყენეს ფეხბურთლების ხელფასები, სხვადასხვა საიმიჯო უფლებიდან მიღებული შემოსავლები და წინა სეზონში გამომუშავებული ბონუსები.

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი გახდა. არგენტინელმა წინა წელს შემოსავლის სახით 131 მილიონი ევრო მიიღო.

მეორე ადგილი ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ დაიკავა. "რონიმ" შარშან 118 მილიონი ევრო მიიღო.

მესამე ადგილზე კი "პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელი შემტევი ნეიმარი გავიდა, რომელსაც გასულ სეზონში 95 მილიონი ევროს ოდენობის
შემოსავალი ჰქონდა.