ნიგერიაში ორი ფეხბურთელი გაიტაცეს, ერთმა გაქცევა მოახერხა

AutoSharing Option
BBC-ის ინფორმაციით, ნიგერიაში უმაღლესი ლიგის სხვადასხვა კლუბის ორი პროფესიონალი ფეხბურთელი ცენტრალური მაგისტრალიდან გაიტაცეს.

"აბია კომეტსის" ფეხბურთელი ბენჟამინ ილაიომედი "სუპერ იგლზის" ორ ფეხბურთელთან, დანიო ოიოსა და ემანუელ ჯეიმსთან ერთად ქალაქ აკურის მთავარ ავტომაგისტრალზე ავტომობილით მოძრაობდა, როცა მათ თავს გამტაცებლები დაესხნენ.

აღნიშნული კრიმინალური მოქმედების შედეგად ილაიომედი და ოიო თავდამსხმელებმა გაიტაცეს, ხოლო ჯეიმსმა გაქცევა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ოიოს ნიგერიის ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.

გამოცემის ცნობით, ეს 2019 წლის იანვრის შემდეგ ფეხბურთელთა გატაცების პირველი შემთხვევაა. მაშინ "კატსინა იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გაიტაცეს და
გარკვეული დროის შემდეგ გაათავისუფლეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული