უეფა ბელარუსზე ჩემპიონატის შესაჩერებლად ზეწოლას ახორციელებს

AutoSharing Option
კორონავირუსის გამო ევროპაში, ბელარუსის გარდა, ყველა ჩემპიონატი შეჩერებულია. გასულ უქმეებზე მათი ქვეყნის პირველობის პირველ ტურს 9 500 მაყურებელი დაესწრო და ყველაფერ ამის თაობაზე ბრესტის "რუხის" მწვრთნელმა ანდრეი ფარაპონტოვმა ისაუბრა.

"მრავალი მიზეზი არსებობს, თუ რატომ არ შეჩერდა ჩვენთან ჩემპიონატი. ერთ-ერთი სპორტული ჩინოვნიკების ინტერესებია. ბელარუსის ჩემპიონატის მატჩებს რუსეთისა და უკრაინის ტელეარხები აჩვენებენ. ტურნირისადმი ინტერესი გაიზარდა. ბუკმეკერებმა ხომ რაღაცაზე უნდა იმუშაონ? მოკლედ, ეს ვითარება ჩვენი ფეხბურთის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო უეფასგან და სხვა ქვეყნების ფედერაციებისგან დიდ ზეწოლას განიცდიან. საზოგადოებრივი
აზრიც მოქმედებს. მედიკოსებიც უკმაყოფილოები არიან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - განუცხადა ფარაპონტოვმა Sport.kz-ს.