CNN-ის მიხედვით, ლეგენდარული სტადიონი "მარაკანა", რომელიც რიო-დე-ჟანეიროში მდებარეობს, გადაკეთდა საველე ჰოსპიტლად, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს განკურნავენ.
არენა "ფლამენგოს" საშინაო სტადიონია. "მარაკანაზე" ჩატარდა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი; ასევე, მიმდინარეობდა ოლიმპიადა 2016 და სხვა მრავალი სპორტული ღონისძიება.
შეგახსენებთ, ბრაზილიაში, ისევე, როგორც დანარჩენ ქვეყნებში (გამონაკლისის გარდა), ყველანაირი სპორტული ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია.