სტოიჩკოვი: რონალდოსთან ინტერვიუ? მე საუკეთესოები მინდა...

AutoSharing Option
ყოფილმა ბულგარელმა ფეხბურთელმა ხრისტო სტოიჩკოვმა, რომელიც "ბარსელონას" რიგებში თამაშობდა, განაცხადა, რომ ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოსგან ინტერვიუს აღება არ უნდა.

"გარი ლინეკერი, გვარდიოლა, კუმანი, პოჩეტინო, მალდინი, ტოტი... ვინ აკლია ამ სიას?" - ჰკითხა სტოიჩკოვს ჟურნალისტმა.

"ინტერვიუ იმ ფეხბურთელებისგან ამიღია, რომლებიც მომწონს, მათ შორის, ჩემი მეგობრებისგან - ჰაჯისა და პოპესკუსგან. აი, კრიშტიანო რონალდოსთან ინტერვიუს არასდროს ჩავწერ.

უბრალოდ არ მინდა და იმიტომ. მე ინტერვიუს ფეხბურთისთვის ვაკეთებ და არა სათაურებისთვის. მე ვისმენ ისტორიებს და განვიხილავ მათ... საუკეთესოებთან ერთად", - უპასუხა სტოიჩკოვმა.

მომზადებულია Mundo
Deportivo-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 3 /
ფეხბურთის ფანებს მაგრად დაგვერხააა... ფეხბურთის გარეშე ყველაფერი ჩამკვდარია.
zura
26 მარტი 2020 17:09
0
ინტერვიუ რო ჩაგაწერინოს რონალდომ მადლობა თქვი შე ... :))) მომინდომა
muwuka
26 მარტი 2020 15:02
12
ვაბშე არ ვარ არც რონალდოს გულშემატკივარი, არც იუვენტუსის და არც პორტუგალიის.. მაგრამ უკვე ყელშია რა ამ რონალდოს კრიტიკა.. მე მიყვარს რონალდოს და მესის ეპოქა!!! ორივე გენიოსია და თავისი +- აქვთ ერთმანეთთან შედარებით.. ორივე დიდზე დიდი ფეხბურთელია და მხოლოდ გემოვნების ამბავია ვის ვინ უფრო მოსწონს.. მე მაგალითად პატრიკ კლუივერტზე მაბოდებდა და ვგიჟდებოდი მაგრამ ბევრმა არც კი იცის კარგად ვინ იყო ის.. მაგრამ მე ხომ არ ვამტკიცებდი ღმერთია და ყველას სჯობს თქო?! ეცით პატივი ორივეს და ნუ წერთ ისტერიულ სტატიებს რონალდოს ცინიკურად აგდებაზე.. სტოიჩკოვი ვინ არის ვაბშე რას წარმოადგენს რონალდოსთან შედარებით?!
კაით რა უკვე რა
26 მარტი 2020 14:28
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული