კატამ თხარა, თხარაო, ლუკაშენკო გამოთხარაო - "შახტიორის" ავსტრიელმა ფორვარდმა "ბაწკას" არასერიოზული უწოდა

AutoSharing Option
სოლიგორსკის "შახტიორის" ფორვარდმა, ლაშა შინდაგორიძისა და გეგა დიასამიძის თანაგუნდელმა, ავსტრიელმა დარკო ბოდულმა Kronen Zeitung-თან ბელარუსის პრეზიდენტ ალეკსანდრ ლუკაშენკოზე ისაუბრა.

"ლიგის დაწყების შესახებ გაგებული ახალი ამბავი ჩვენთვის ძლიერი დარტყმა იყო. ეს გამაოგნებელია. ფეხბურთელები, როგორც ბელარუსის დანარჩენი მოსახლეობა, ვუყურებთ ახალ ამბებს, იმას, თუ რა ხდება ევროპაში. თუმცა ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია.

რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას დიდი ბოსის როლის თამაში უყვარს. საბედნიეროდ, ხალხი მის განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამს. განსაკუთრებული ზომების გარეშეც, ადამიანები ქუჩებში ნაკლებად დადიან. მოხუც ხალხს საერთოდ ვერ ვხედავ".

მოგეხსენებათ, ბელარუსის
პრემიერლიგა ევროპაში ერთადერთი მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
დარკო რეები გაუბედე ბატკას ტო? ან მოგკლავენ ან მოგ..ვენ
ჯეკო
26 მარტი 2020 23:46
11
ვინც შენნაირად არ ფიქროობს რატომ აწებებ იარყლიყებს? ისეთი მოგეწებოს ვერ აიცილო ვერც კომუნიზმ,ში და ვერც კაპიტალიზმში
"ჯეკო"-ს კარლ მაქსისიგან და ფრიდრიხ ენგესისიგანაც
27 მარტი 2020 17:37
0
მეტი პრობლემა არ გაქვთ? საკუთარს მიხედეთ მე რას მიყურებთ? შეადარეთ თქვენი და ჩვემი პრობლემები.

ბატკა ვარ, ბატკა და მერე რა? რა თქვენი საქმეა აქ ბელორუსიაში ბატკა ვარ, ხაზეინი ვარ, ატამანი, კნიაზი, ბარინი თუ ვიჟდი?

შეადარეთ თქვენთან და ჩემთან ეკონომიკური მდგომარეობა, სოციალური დონე, ქვეყნის საერთო სურათი.
ბატკა
27 მარტი 2020 12:29
4
ყველა გამოხმაურება
რა მიკვირს იცით? აქ ძირითადად ახალგაზრდები აკეთებენ კომენტარებს და მე, 60 წელს გადაცილებულ კაცს ძალიან მიკვირს, როდესაც ავტოკრატ მმართველ ლუკაშენკოს შენატრიან.
გოჩა
26 მარტი 2020 22:59
9
კარგი იქნებოდა ჩვენც გვყოლოდა ლუკაშენკოს მსგავსი მართველი.
xx
26 მარტი 2020 22:49
23
ნუ იწყევლები!
დავით 67
29 მარტი 2020 20:27
1
ხვიჩა სად პოულობ ეგეთ "სენსაციურ" და "საინტერესო" ამბებს?
გია
26 მარტი 2020 18:36
1
შეეშვით ლუკაშენკოს, დაანებეთ თავი. რეგ ის კაცია პუტინის მიუხედავად, რომ არ ცნო აფხაზეთი, სამმაჩაბლო და ეს ყველგან თქვა და საქმითაც დაადასტურა.

თქვენ ის ორპირა დემოკრატები მოიკითხეთ, ერთს, რომ ამბობენ და მეორე აკეთებენ
იდალგო
26 მარტი 2020 18:23
1
საიდან იცი რომ იუთუბზე ილაპარაკა "გულით"? და ვინ ლაპარაკობს პოლიტიკაში გულით?
საკუთარი ქვეყანაც დაალაგა, რუსთთანაც დაალაგა საქმე და ევროპასთანაც.

რევოლუციის იმპორტი ხომ არ განვახორციელოთ ბელორუსიაში დიადი იდეების და დემოკრატიული ფასეულებსბის დაცვის დევიზით?
"აზაზაზა"-ს
27 მარტი 2020 01:45
2
უბრალოდ პოლიტიკური სვლა იყო. ვიყიდეთ მაგისგან არ ცნობა და გულით არაფერი გაუკეთებია, იუთუბზე ნახეთ არის ვიდეო სადაც საუბრობს ამ საკითხთან დაკავშირებით თავის დამოკიდებულებაზე.
აზაზაზა
26 მარტი 2020 22:03
9
თაგვმა თხარა, თხარაო ...
გია
26 მარტი 2020 18:11
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული