77 წლის ასაკში პელეს ძმა გარდაიცვალა

AutoSharing Option
77 წლის ასაკში სანტოსის საავადმყოფოში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს ძმა, ზეკა ნასიმენტუ გარდაიცვალა. ის რამდენიმე წელი პროსტატის კიბოს ებრძოდა.

ზეკა პელეზე 2 წლით უმცროსი იყო, 1961-62 წლებში "სანტოსში" 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა, შემდეგ კი ოჯახური ბიზნესით იყო დაკავებული.

ზეკას ხუთშაბათს სანტოსის მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალავენ. ჯერ უცნობია, დაესწრება თუ არა დაკრძალვას პელე, რომელიც ოპერაციის შემდეგ თავს შეუძლოდ გრძნობს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული