პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია კლუბებს 25 მილიონით დაეხმარება

AutoSharing Option
პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსის გამო კლუბებს დახმარებას აღმოუჩენს, - იუწყება ფედერაცია თავისი ვებგვერდით.

ორგანიზაციამ კრებაზე კლუბების ფინანსური დახმარების გადაწყვეტილება მიიღო.

ფედერაცია კლუბების დასახმარებლად 116 მილიონ ზლოტის (დაახლოებით 25.62 მილიონ ევროს) გაიღებს.

პოლონეთში COVID-19-ით დაინფიცირების 1 221 შემთხვევა დაფიქსირდა. 16 ადამიანი გარდაიცვალა.