ტაბარესი და ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის 400 თანამშრომელი სამუშაოდან დაითხოვეს

AutoSharing Option
ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსის გამო ზომებს მიმართა - ნაკრების მწვრთნელი ოსკარ ტაბარესი და ფედერაციის 400 თანამშრომელი სამუშაოდან დაითხოვა.

ფედერაციამ განაცხადა, რომ უმუშევრად დარჩენილები დაზღვევით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებენ.

13 მარტს ურუგვაიში ყველა ლიგის ჩემპიონატი შეაჩერეს.

ტაბარესი ეროვნულ გუნდს 2006 წლიდან ედგა სათავეში და 2011 წელს მისი ხელმძღვანელობით ამერიკის თასის გამარჯვებული გახდა. ის 2010 და 2011 წლებში სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
400 კაცი თუ გაუშვეს ვინ დარჩა ფედერაციაში
irakli
29 მარტი 2020 03:41
1
დავით მუჯირი დარჩა ალბათ მარტო
29 მარტი 2020 06:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული