ჩეფერინი: თუ სეზონი ივნისში არ განახლდა, ვეღარ გაგრძელდება

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა სეზონის განახლების შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ შეგვიძლია მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ან ივნისის ბოლოს დავიწყოთ. თუ მოგვიანებით? მაშინ, სავარაუდოდ, სეზონი არ განახლდება და დაიკარგება.

არსებობს ამ სეზონის მომავალი სეზონის ნაცვლად დაწყების მოსაზრება, შემდეგი სეზონი კი, ასეთ შემთხვევაში, მოგვიანებით უნდა დაიწყოს", - ციტირებს ჩეფერინს AFP.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მატჩების მაყურებელთა გარეშე ჩატარების წინააღმდეგია.