ლავრენტი ცანავა - ქართველი გენერალი, რომელმაც ომისას დაბომბილი მინსკის სტადიონი ააშენა

AutoSharing Option
ბელარუსის მთავარი სპორტული არენა, მინსკის "დინამოს" სტადიონი 1934 წელს აშენდა. თავიდან ტრიბუნები ხისგან იყო აგებული და 10 ათას მაყურებელს იტევდა. მეორე მსოფლიო ომისას ნაგებობა სრულად დაინგრა და ბელარუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის, ლავრენტი ცანავას (1938 წლამდე ჯანჯღავას გვარს ატარებდა) ხელმძღვანელობით ხელახლა აშენდა.

ლავრენტი ცანავა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოში დაიბადა, იყო უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი, 1943-1951 წლებში ბელარუსის უშიშროების მინისტრი, ხოლო 1951-1952 წლებში სსრკ-ის უშიშროების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ქვეყნის უშიშროების მინისტრის ლავრენტი ბერიას უახლოესი მეგობარი იყო და მისი დახვრეტის შემდეგ
დააპატიმრეს. 1953 წლის ოქტომბერში ბუტირკის ციხეში გარდაიცვალა.

ცანავა ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო, უშუალოდ ხელმძღვანელობდა სტადიონის მშენებლობას და შემდეგ უშიშროების სამინისტროს, რომელიც არენასთან მდებარეობდა, მარჯვენა მხარეს სპეციალური ანძა ააშენებინა, საიდანაც მატჩებს უყურებდა.

Sportall.Ge