ლეგენდარული თურქი მეკარე საავადმყოფოში გადაიყვანეს

AutoSharing Option
მეუღლე, იშილის განცხადებით, ლეგენდარული თურქი მეკარე რუშთუ რექბერი კორონავირუსით დაინფიცირდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"ბარსელონასა" და თურქეთის ნაკრების ყოფილი კარის დარაჯი, 46 წლის რექბერი კლინიკაში ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

"შოკირებულები ვართ, რუშთუს კორონავირუსი სრულად მოულოდნელად დაუდგინდა, სიმპტომები ძალიან სწრაფად განვითარდა.

ჩემი და შვილების ტესტებმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, ასე რომ, ჩვენ სახლში ვიმყოფებით. სამწუხაროდ მასთან ერთად არ ვართ, თუმცა იმედი მაქვს ღმერთისა და თურქი ექიმების დახმარებით ის მალე გამოჯანმრთელდება,"- დაწერა იშილ რექბერმა "ინსტაგრამზე".

რუშთუ რექბერი თურქეთის ნაკების რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების ოდენობით
(120). საკლუბო კარიერის მანძილზე კი, რუშთუ "ბეშიქთაშში", "ფენერბახჩეში", "ბარსელონასა" და "ანტალიასპორში" თამაშობდა.