"ნათება" არგენტინულად - პარაგვაელი ფეხბურთელი და მისი ცოლი 17-სართულიან სასტუმროში მარტო დატოვეს

AutoSharing Option
არგენტინული "გოდოი კრუსის" პარაგვაელი მცველი დანილო ორიტისი არგენტინაში, ქალაქ მენდოსას ერთ-ერთი სასტუმროს კარანტინში თავის ცოლთან ერთად იმყოფება. აღსანიშნავია, რომ 17-სართულიან შენობაში მხოლოდ ფეხბურთელი და მისი მეუღლე იმყოფებიან.

"მე-9 დღეა უკვე რაც კარანტინში ვართ. ამ სასტუმროს მფლობელებმა ჩემი აპარტამენტისა და მთავარი შესასვლელი გასაღები დამტოვეს და სახლში წავიდნენ.

მხოლოდ მე და ჩემი ცოლი ვართ. ყველა ტურისტი წავიდა, როგორც გითხარით, მფლობელებიც. წასვლის სურვილი ქონის შემთხვევაში სასტუმროს დატოვება რომ შევძლოთ, გასაღები ამიტომ დაგვიტოვეს.

ზოგჯერ ორი ქალი მოდის, დასალაგებლად. მხოლოდ ამ დროს არ ვართ მარტო
მე და ჩემი ცოლი აქ,"- ციტირებს ორტისის სიტყვებს La Nacion.

როგორც ფეხბურთელის სიტყვებიდან ჩანს, ამ სასტუმროში არსებული სურათი ძალიან სტივენ კინგის დაწერილი წიგნისა და სტენლი კუბირიკის ამავე წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი "ნათების" სიუჟეტს. იმედია, პარაგვაელ ფეხბურთელთან დაკავშირებით მოვლენები გაცილებით ბედნიერად განვითარდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული