ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სიმბოლური გუნდი შეადგინა იმ ფეხბურთელებისაგან, რომლებსაც კარიერის მანძილზე წვრთნიდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი კლუბიდან, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ტოტენჰემ ჰოთსპურის" შემადგენლობიდან, ამ სიმბოლურ გუნდში ვერცერთი ვერ მოხვდა.
ჟოზე მოურინიოს საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე: პეტერ ჩეხი ("ჩელსი")
მცველები: ხავიერ ძანეტი ("ინტერი"), ჯონ ტერი ("ჩელსი"), რიკარდუ კარვალიუ ("ჩელსი", "რეალი"), ვილიამ გალასი ("ჩელსი")
ნახევარმცველები: კლოდ მაკელელე ("ჩელსი"), ფრენკ ლამპარდი ("ჩელსი"), მესუთ იოზილი ("რეალი"), ედენ აზარი ("ჩელსი")
თავდამსხმელები: დიდიე დროგბა ("ჩელსი"), კრიშტიანო რონალდო ("რეალი")
მომზადებულია Manchester Evening News-ის
მიხედვით