მოურინიომ თავისი გაწვრთნილებიდან საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სიმბოლური გუნდი შეადგინა იმ ფეხბურთელებისაგან, რომლებსაც კარიერის მანძილზე წვრთნიდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი კლუბიდან, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ტოტენჰემ ჰოთსპურის" შემადგენლობიდან, ამ სიმბოლურ გუნდში ვერცერთი ვერ მოხვდა.

ჟოზე მოურინიოს საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: პეტერ ჩეხი ("ჩელსი")

მცველები: ხავიერ ძანეტი ("ინტერი"), ჯონ ტერი ("ჩელსი"), რიკარდუ კარვალიუ ("ჩელსი", "რეალი"), ვილიამ გალასი ("ჩელსი")

ნახევარმცველები: კლოდ მაკელელე ("ჩელსი"), ფრენკ ლამპარდი ("ჩელსი"), მესუთ იოზილი ("რეალი"), ედენ აზარი ("ჩელსი")

თავდამსხმელები: დიდიე დროგბა ("ჩელსი"), კრიშტიანო რონალდო ("რეალი")

მომზადებულია Manchester Evening News-ის
მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
მახსოვს ეს ტიპი ჩელსიში მუშაობის დროს, ესიენს ხოტბას ასხამდა და ამბობდა, რომ ერთადერთი ფეხბურთელი რომელსაც შემადგენლობაში ადგილი მუდამ გარანტირებული აქვსო.საკვირველია აქ როგორ ვერ გამოუნახა ადგილი.
გულშემატკივარი
21:38 30-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული