კორონავირუსმა სლოვაკეთის შვიდგზის ჩემპიონი შეიწირა

AutoSharing Option
კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო სლოვაკეთის შვიდგზის ჩემპიონი "ჟილინა" არსებობას შეწყვეტს.

Sport.sk-ის ცნობით, გუნდმა, რომელიც ჩემპიონატზე მეორე ადგილზეა, ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო.

კლუბის ფეხბურთელებმა და თანამშრომლებმა შეტყობინება მიიღეს, რომ 30 აპრილის შემდეგ შეუძლიათ ახალი სამუშაო მოძებნონ.

"პირველ რიგში, კონტრაქტები ფეხბურთელებს გავუწყვიტეთ, რომლებსაც მაღალი ხელფასები ჰქონდათ. ერთი თვის შემდეგ თავისუფალი აგენტები გახდებიან და სხვა გუნდებში შეუძლიათ ითამაშონ, თუ, რა თქმა უნდა, მათი სამსახურით დაინტერესდებიან", - წერს კლუბის საიტი.

"ჟილინაში" იჯარის წესით ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი ასპარეზობდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული