რონალდომ ქალაქში გაისეირნა, სხვებს კი სახლში დარჩენა ურჩია

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო ოჯახთან ერთად მშობლიურ მადეირაზე იმყოფება, სადაც კარანტინი დაარღვია. ეს "ტვიტერის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა დააფიქსირა და სურათებიც გამოაქვეყნა.

რონალდომ, ამავე დროს, ყველას სახლში დარჩენა ურჩია: "მსოფლიოსთვის ამ რთულ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა, ჩვენი ოჯახები და ახლობლები.

დარჩით სახლში! მოდით, დავეხმაროთ ჯანდაცვის მუშაკებს, რომლებიც ადამიანების გადარჩენისთვის იბრძვიან", - წერს კრიშტიანო სოციალურ ქსელში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული