ტელეარხების რიგი ბელარუსის ჩემპიონატს - მალე საქართველოშიც?

AutoSharing Option
ბელარუსის პრემიერლიგას თავისი არსებობის ისტორიაში ასეთი პოპულარობა არ ჰქონია. ჩემპიონატის შესახებ მსოფლიოს წამყვანი გამოცემები წერენ და მათი მატჩები ყურადღების ეპიცენტრშია.

ქვეყანაში, სადაც კორონავირუსით 152 ადამიანი დაინფიცირდა, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით, საფეხბურთო ჩემპიონატი არ ჩერდება.

ამან გარკვეული სარგებელიც მოუტანა "თეთრ რუსებს", ქვეყნის მთავარი საფეხბურთო ჩემპიონატის ტრანსლაცია 10-ზე მეტმა ქვეყანამ უკვე იყიდა (რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, ინდოეთი და ა.შ.) და კიდევ ბევრი ცნობილი ტელეარხი აანონსებს, რომ მალე მათ ეთერშიც გავა ბელარუსთა მატჩები.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბელარუსის ჩემპიონატის ტრანსლაცია შეიძლება ქართულმა "სილქ ტვ"-მაც იყიდოს.

ბელარუსის ჩემპიონატში სამი ქართველი თამაშობს: ლაშა შინდაგორიძე და გიორგი დიასამიძე - "შახტიორში", ხოლო გიორგი ქანთარია - "ნემანში". რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონატის დონეს, ევროპაში 25-ე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
რას იყიდიან, რატომ იყიდიან, ვისთვის იყიდიან?

ვის აინტერესებს ბელორუსების ჩემპიონატი? ტოტალიზატორისთვის თუ უნდათ, არ ვიცი..
იდალგო
17:42 31-03-2020
1
თავიანთი ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებთან შეხვედრისათვის არ შეაჩერეს,რადგან ნაკრების წევრების უმრავლესობა შიდა ჩემპიონატში თამაშობს და საქართველოსთან შეხვედრის დროს უნდათ მათი მომზადების დონე საქართველოს ნაკრებზე მაღალი იყოს,თუ შეხვედრა იმ დროს ჩატარდა,როგორც დაანონსებულია,ეს მართლაც ასე იქნება,ისე რას ვერჩით,ღმერთმა ხელი მოუმართოთ და კორონავირუსობა მშვიდობით გადაატანიოთ,ისინი თავისას ცდილობენ,ჩვენ ჩვენი უნდა ვეცადოთ,პირველ რიგში მშვიდობა და კორონაზე გამარჯვება საქართველოს.
ნიანია ბაკურიანი
14:47 31-03-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული